ახალქალაქში გზის შუაგულში მიწა ჩამოინგრა და დარანი გამოჩნდა, – კუკური მეტრეველი

November 13, 2024

ახალქალაქში გზის შუაგულში მიწა ჩამოინგრა და დარანი გამოჩნდა, – წერს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს. 

მეტრეველის თქმით, დარანი კონკრეტულად მეღრეკის მიდამოებში იხტილა-სამსარის ახალგაყვანილი გზის შუაგულში აღმოაჩინეს. 

“აქ მდებარე კონცხის თავზე უძველესი გორანამოსახლარია, რომლის შუაგულში ციხე-კოშკი მდებარეობს.  ახალი გზის გაყვანისას ამ გორას მეღრეკის მონასტრის მსგავსად სამი მხრიდან კალთები ისე ახლოს მოურღვიეს, რომ ძველი ნაგებობების კონტურები და რამდენიმე კულტურული ფენა ღიად გამოჩნდა.  

ორი წელია ამ გორს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. 

ეს დარანი სავარაუდოდ ციხე-კოშკიდან ქვემოთ მდინარემდე ჩადიოდა. თუ დროზე ყურადღება არ მიექცა, ალბათ გზის მთელ სიგანეზე ჩაიქცევა,” – წერს მეტრეველი. 

რამდენად ცნობილია ზემოხსენებული ფაქტი “კულტურული მემკვიდრეობების დაცვის სააგენტოსთვის” და აპირებენ თუ არა დარანის შესწავლას და დაცვას? – თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.