საახალწლო ტენდერები ახალციხეში ტკბილეულობისთვის და განათებებისთვის 

November 21, 2024

42 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო განათებების და აქსესუარების ყიდვისთვის, 4 000-მდე ლარი კი ტკბილეულობისთვისაა გათვალისწინებული – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გეგმავენ გარე განათებების და სხვადასხვა ფორმის დეკორაციების დამონტაჟებას. 

გარდა ამისა, 4 000 ლარის დახარჯვას გეგმავენ ნამცხვრებისთვის, რძიანი შოკოლადებისთვის, შოკოლადებისთვის და ორცხობილებისთვის. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება არანაკლებ 250 გრამი ტკბილეულის 200 პაკეტად გადანაწილება.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, ორივე სახელმწიფო შესყიდვისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.