ახალქალაქში აღმოჩენილი დარნის კვლევას კულტ. სააგენტო არ აპირებს 

December 6, 2024

ახალქალაქში, იხტილა-სამსრის საავტომობილო გზაზე აღმოჩენილი დარნის კვლევას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ აპირებს , – ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ, ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად მოგვწერა. 

საუბარია, რამდენიმე კვირის წინ, იხტილა-სამსრის გზაზე აღმოჩენილ დარანზე, რომელიც მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ამ ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გაიყვანეს. ამ დროისთვის დარნის მიმანიშნებლად მხოლოდ მცირე ხვრელი და ახლოს დალაგებული სამი ქვა შეგხვდებათ.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვინაიდან მომხდარი ფაქტი საფრთხის შემცველია საავტომობილო მოძრაობისთვის, სააგენტო მუშაობას არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაციის გეგმის შემუშავებაზე, რათა “დარანი იყოს დაცული და საავტომობილო გზაზე გადაადგილება – უსაფრთხო”

ამავე წყაროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით აღრიცხულია ცხრა დარანი, რომელთაგან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი არცერთს არ აქვს

ესენია: 

  • ბერთაყანის,
  • ნასოფლარ კოინდარას,
  • საროს, 
  • ხიზაბავრის, 
  • მურჯახეთის ვარდის ციხის, 
  • დუმეილას, 
  • ლეპისის,
  • ყულეთის დარნები.