საქსტატი: 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია 95.6%-ით გაიზარდა – რა უნდა ვიცოდეთ ემიგრაციის შესახებ

December 12, 2024

2023 წელს, საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 96,6 %-ით გაიზარდა, – მონაცემები საქსტატის ბოლო ანგარიშშია მოყვანილი. 

არალეგალური მიგრაციის რისკები და ლეგალური პროცედურები, – საკითხებზე დღეს, ახალციხეში, “ზრდასრულთა განათლების ცენტრში” ისაუბრეს. 

ნინო ხუნძაყიშვილი “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მათი ცენტრები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მდებარეობს, რომლებიც კონსულტაციას უწევენ და ეხმარებიან არალეგალ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში.