5 მილიონამდე ლარი კინოკლუბის მშენებლობისთვის – ტენდერი ახალციხეში

January 10, 2025

ახალციხეში, რუსთაველის 124-ში არსებული კინოკლუბის შენობის დანგრევა და მის ნაცვლად ახლის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კინოდარბაზის და მედიათეკის მშენებლობას 1 წელზე მეტი დასჭირდება. 

კერძოდ, პირველ ეტაპზე 65 000-მდე ლარად იგეგმება არსებული, ყოფილი საბჭოთა მესაზღვრეებისთვის აშენებული კინო დარბაზის დემონტაჟი, რადგან მერიაში ამბობენ, რომ შენობა ავარიულია. თუმცა, კადრებში ჩანს, რომ შენობის ფანჯრებზე ახალი ჩარჩოებია დამონტაჟებული. 

ნახეთ, ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი: “თევზებმაც კი უნდა უყურონ კინოებს,” – ახალციხელ ახალგაზრდებს კინოთეატრი სურთ

რატომ დაუმონტაჟეს ავარიულ შენობას ფანჯრები? – მერიიდან ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ველოდებით. 

მეორე სახელმწიფო შესყიდვა, კინოკლუბის და მედიათეკის მშენებლობას ეხება, რომლისთვისაც  5 მილიონამდე თანხაა გათვალისწინებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თანხის 16 %-ს სახელმწიფო , ხოლო 84 %-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს. 

კინოკლუბის მშენებლობასთან დაკავშირებით შეკითხვა ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს 22 ნოემბერს, 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის განხილვის დროს ვკითხეთ.