პროკურატურამ ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალი წარუდგინა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი, – ინფორმაციას “აჭარა ტაიმსი” ავრცელებს.
ამაღლობელი 11 და 12 იანვარს, ორჯერ დააკავეს, მას უწყება პოლიციელზე თავდასხმაში სდებს ბრალს. გამოძიებაც ამ მუხლითაა დაწყებული.
თავდაპირველად ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის “გაიფიცე” გაკვრის გამო დააკავეს. მოგვიანებით გაათავისუფლეს და მეორედ 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
როგორც “ბათუმელების” დამფუძნებელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრა, დაკავების დროს ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
გარდა ამაღლობელისა, ბათუმში 11-12 იანვრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს 20 აქტივისტი და მედიის წარმომადგენლები, – წერს ბათუმელები.