ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ხის ტოტი დაზიანებული გზის მიმანიშნებლად, ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, ამოთხრილ ორმოში უკვე თითქმის 4 თვეა დგას, – უცნობია როდის შეაკეთებენ გზას
ვრცლად ნახეთ ვიდეო
ტექსტი:
ასე გამოიყურებოდა, ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული გზის მიმანიშნებლად, ორმოში ჩამაგრებული ხის ტოტი გასული წლის 15 ოქტომბერს.
ხე გზის მიმანიშნებლად-ახალციხე
ასე გამოიყურება ახლა …
როგორც კადრებში ხედავთ, თითქმის 4 თვის განმავლობაში, გზის დაზიანებული ნაწილი არ შეუკეთებიათ და ტოტს მხოლოდ ლენტები დაუმაგრეს.
ორბელიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანებულია და ასე გამოიყურება. ამ ქუჩაზე გამვლელები პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ დაზიანებული გზა გადაადგილების პრობლემას უქმნის.
ჩვენ ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული გზის შესახებ რეპორტაჟი პირველად გასული წლის 15 ოქტომბერს მოვამზადეთ თუმცა მაშინ, მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხი, გეგმავდნენ თუ არა გზის შეკეთებას ვერ მივიღეთ. უწყებას დავუკავშირდით ახლაც. აქ გვითხრეს, რომ დაგეგმილია საკანალიზაციო და წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაიწყებენ გზის დაგებას.
იგეგმება თუ არა და როდის ზემოხსენებული კომუნიკაციების მოწესრიგება? – ამის გასარკვევად ჩვენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხეში დაზიანებული გზების შესახებ ჩვენ სიუჟეტს თითქმის ყოველწლიურად ვამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურას არემონტებენ ან ახალს აგებენ, გზები მაინც ზიანდება და ადგილობრივების თქმით, გადაადგილების პრობლემას ქმნის.
მაგალითად, კოსტავას ქუჩის გზის რეაბილიტაციის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვეში ინფრასტრუქტურა კვლავ დაზიანდა.
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა დაგებიდან თითქმის 2 თვეში დაზიანდა