რა წარმატებული შედეგი მოაქვს წარმატებულ ადვოკატირების კამპანიას, – არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტი” პროექტის „ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერება უმცირესობების გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის ხელშეწყობით“, მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც წალკელმა, ნინოწმინდელმა და ახალქალაქელმა ახალგაზრდებმა “გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი” მოინახულეს და მათ საქმიანობას გაეცნენ.
ცენტრი 2021 წელს, ადვოკატირების შედეგად დაფუძნდა, რომელიც ორიენტირებულია შიდა ქართლის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების სოციალური სერვისების დანერგვაზე.
შეხვედრა ქალაქ გორში 2024 წლის 6 დეკემბერს გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაიმართა მცირე აქტივობები და საგანმანათლებლო ტრენინგი. ასევე, ახალგაზრდებმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
“ტოლერანტის” ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, მსგავსი აქტივობები ეხმარება ახალგაზრდებს ინფორმაციის გაცვლაში და გამოცდილების მიღებაში თუ როგორ უნდა განახორციელონ ადვოკატირება, რომელსაც შედეგი მოჰყვება.
პროექტი მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაცია “ტოლერანტი” უკვე მესამე წელია, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის ახორციელებს.