“მოშიმშილე პატიმარს შეუტანეს საჭმელი და იქვე დაუტოვეს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმა,” – წერს მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ორგანიზაცია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე.
ამაღლობელი, 25-ე დღეა შიმშილობს. იგი დღეს საია-ს ადვოკატმა კლინიკა “ვივამედში” მოინახულა. ადვოკატი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს, რადგან, მას პალატაში დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები და მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელმა ჭამაზე უარი თქვა, საკვები მაინც დაუტოვეს.
ნანა ქურდოვანიძის თმით, ამაღლობელი ითხოვს ციხეში დააბრუნონ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” გუშინ მისივე თანხმობით გადაიყვანეს, შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
მზია ამაღლობელის სოლიდარობის და განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები საქართველოს გასცდა, დღეს ევროპარლამენტარებმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართეს. უწყვეტი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს,ახალციხეშიც.