ახალციხეში რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვალა
ნახეთ რომელ მარშრუტს ეხება ცვლილება და რა მიზეზს ასახელებენ მერიაში
ტექსტი:
ახალციხეში რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვალა. თუ კი აქამდე საყუნეთი-ტყემლანა-თისელიდან წამოსული მუნიციპალური ავტობუსი, ახალციხეში, 9 აპრილის და რუსთაველის ქუჩების გავლით, ავტოსადგურზე მიდიოდა, ახლა ტრანსპორტი ამ მარშრუტს აღარ ასრულებს და პირდაპირ ავტოსადგურში შედის.
იგივე ცვლილებაა სოფელ მინაძის ავტობუსის მარშრუტშიც.
გადაწყვეტილება, როგორც მგზავრები ამბობენ, მათ სურვილს ეწინააღმდეგება და არ არის მორგებული მგზავრთა ინტერესებზე. ამბობენ, რომ ახალი მარშრუტის გამო ტაქსის გამოყენება უხდებათ. რატომ შეიცვალა მარშუტი? – მერის მოადგილის, ვაჟა გაჩეჩილაძის პასუხი შემდეგია.