260 000-მდე ლარი სატვირთოსთვის და ამწე კალათისთვის – ტენდერი ასპინძაში 

March 14, 2025

მაღალი გამავლობის სატვირთოს და ამწე კალათას ყიდვას, ასპინძის მერია, 260 000-მდე ლარად გეგმავს . ამის შესახებ ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადებულია, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ამწე კალათისთვის მერია 190 000-მდე ლარის დახარჯვას აპირებს. 

ხოლო, სატვირთოსთვის – 69 000 ლარია გათვალისწინებული. 

რა მიზნით ყიდულობს ასპინძის მერია ავტოტრანსპორტს? – უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, წინადადებების მიღება 15-18 მარტს იწარმოებს და თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.