500 000 ლარამდე რიტუალების სახლის რეაბილიტაციისთვის-კარწახი (ახალქალაქი)

April 9, 2025

500 000- მდე ლარის დახარჯვას გეგმავს ახალქალაქის მერია სოფელ კარწახის რიტუალების სახლის რეაბილიტაციისთვის, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავის, ელექტრო გაყვანილობის, წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 5 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

წინადადებების მიღება 17-24 აპრილს იწარმოებს.