“ბავშვებს შიშები აქვთ, ღამე კანკალებს, მაღვიძებს…” – ბავშვებზე სექსუალურად შესაძლო ძალადობის საქმეზე, ერთ-ერთი დაზარალებულის დედა ჩვენს რედაქციას ექსკლუზიურად ესაუბრა. (ჩვენი რედაქცია პირების იდენტიფიცირების პრევენციის მიზნით, კონკრეტულ სახელებს და ადგილებს არ ასახელებს.)
როგორც არასრულწლოვანის დედა ჩვენს რედაქციას უყვება, ბავშვებზე მოძალადე ზრდასრული მამაკაცია, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ამის შესახებ კი მაშინ გაიგო, როდესაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავის მეგობარს ფურცელზე წერილი მისწერა.
“ეშინოდა, არ მეუბნებოდა, ეგონა ვეჩხუბებოდი. არადა პირიქით, როგორც მშობელი დავიცავდი ჩემს შვილს,” – გვეუბნება იგი.
როგორც იგი გვეუბნება, მანდატურმა ფსიქოლოგის დანიშვნა მოითხოვა და გეგმავენ ბავშვები ფსიქოლოგთან ატარონ, “რადგან შიშები აქვთ.”
როგორც დაზარალებულების ოჯახის ახლობელი გვეუბნება, მათ სახელმწიფო უწყებიდან არავინ დაკავშირებიათ.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. შსს-ში გვეუბნებიან, რომ დაკავებულს ბრალი სსკ-ს 137-ე და 138-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სავარაუდო პედოფილიის შემთხვევის შესახებ ჩვენ, რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია. მას შემდეგ ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ სკოლის დირექტორს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და სახალხო დამცველს. ჩვენ საჯარო წესით ინფორმაცია გამოვითხოვეთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან.