დღეს, დღის განმავლობაში, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომში და ასპინძაში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ კი – გამოიდარებს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, დღეს ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე, ხოლო ხვალ – +14,+19 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს: ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ბაკურიანში დღეს თოვაა მოსალოდნელი, ხოლო ხვალ – გამოდარებას ვარაუდობენ.