“უნდა გავჩუმებულიყავი და აღარ გამოვსულიყავი აქციაზე და გამეგრძელებინა სარეზერვო სამსახური. ამიტომ მომიწია აქტიური სარეზერვო სამსახურის დატოვება,”
ახალციხელი აქტივისტი, ალექსი გრიგალაშვილი გვეუბნება, რომ პროევროპულ აქციებზე ყოფნის გამო, იძულებული გახდა სამხედრო სამსახურიდან წამოსულიყო, რადგან მისივე თქმით, ულტიმატუმი წამოუყენეს და რეზერვში დარჩენის სანაცვლოდ აქციებზე აღარ უნდა ევლო.
გრიგალაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის თანხას კი მოქალაქეები აგროვებენ.
ალექსი გრიგალაშვილი, 2023 წლიდან, ეროვნული გვარდიის მე–10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში ირიცხებოდა.
მეტი დეტალის გასარკვევად ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.