რა ღონისძიებები გაიმართება და რომელ მუნიციპალიტეტში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, – “ქართული ოცნების” მთავრობამ ამ დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
გეგმის მიხედვით, ახალციხეში შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:
- სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- შსს-ს ტექნიკის გამოფენა, საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, იგეგმება:
- ღვინის ფესტივალის გამართვა,
- წიგნების გამოფენა-გაყიდვა,
- ხალხური რეწვის, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა,
- სპორტული ღონისძიებები,
- თოჯინების თეატრის სპექტაკლი,
- ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების კონცერტი და სხვა აქტივობები.
რა თანხის დახარჯვა იგეგმება ღონისძიებებისთვის? – უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 26 მაისს, ღონისძიების გამართვა იგეგმება ახალქალაქში და ბორჯომში.