ქალს ახალციხეში მანქანა დაეჯახა – გამოძიება დაწყებულია

April 17, 2025

დღეს საღამოს, ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელზე, შუახნის ქალს ავტომობილი დაეჯახა, – შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განგვიცხადეს, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

კლინიკა „იმედის“ კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ამ ეტაპზე მას უტარდება საჭირო გამოკვლევები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.