უდეში დაკარგული 15 წლის მოზარდი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს – შსს

April 24, 2025

ადიგენის სოფელ უდეში, 15 წლის მოზარდი მდინარეში, გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. 

ბავშვი 21 აპრილს დაიკარგა, მას შემდეგ სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, სადაც როგორც მოსახლეობა, ისე –  შსს-ს და “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის” სამაშველო ჯგუფები იყვნენ ჩართული. 

დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით? – შსს-დან ინფორმაციის მიღებს ველოდებით.