106 ათას ლარამდე ზაზაშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის- ადიგენი

May 15, 2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია , ზაზაშვილის ქუჩაზე , სკვერის მოწყობისთვის 105 919 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე იგეგმება სკვერის მოწყობა. არსებული დაზიანებული ღობის დემონტაჟი, მონოლითური რკინა ბეტონის ტერასის საყრდენის და კიბის საფეხურების მოწყობა. ხეივნის ლითონის კონსტრუქციით მოწყობა და სხვა.

ასევე, გათვალისწინებულია საბავშვო ატრაქციონის მოწყობა, ნაგვის ურნების და სკამის დადგმა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანია რომელიც ტენდერს მიიღებს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

წინადადებების მიღება 24-27 მაისს იწარმოებს.