აქვს თუ არა სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს ინფორმაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ სავარაუდო პედოფილიის შემთხვევაზე და დაენიშნათ თუ არა დაზარალებულ არასრულწლოვნებს ფსიქოლოგი?
ამ კითხვით უწყებას მიმდინარე წლის 12 აპრილს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
ჩვენ უწყებასთან, ინფორმაციის მისაღებად სატელეფონო კომუნიკაცია არაერთგზის ვცადეთ, თუმცა – უშედეგოდ.
ჩვენმა რედაქციამ ინფორმაცის მისაღებად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს/IDFI-ს მივმართეთ.
პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ უწყებას განცხადებით უნდა მიმართოთ, პასუხის არ მიღების შემთხვევაში ჩვენი ტელევიზია საკითხოს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
სავარაუდო პედოფილიის შემხთხვევა ახალციხეში, ნახეთ მასალები: “არ მეუბნებოდა, ეგონა, ვეჩხუბებოდი…“ — შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დედა