ლინდა ადამია და 1/4 – ბორჯომში და ადიგენში

May 20, 2025

ბოლო ზარის ღონისძიებაზე ბორჯომის მერია ლინდა ადამიანს და 1/4-ს 15 000 ლარად ამღერებს, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტმა ჯგუფს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხელშეკრულება უკვე გაუფორმა. 

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ჯგუფის მოწვევა “ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით გადაწყვიტეს”

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება 17-23 მაისის პერიოდშია დაგეგმილი,. თუმცა კონკრეტულად როდის მითითებული არ არის. თარიღის გასარკვევად ვცდილობთ ბორჯომის მერიასთან დაკავშირებას (მასალაც შესაბამისად განახლდება)

ბორჯომის მერია არ არის ერთადერთი, რომელმაც ღონისძიებისთვის 1/4 და ლინდა ადამიას მოწვევა გადაწყვიტა. ადიგენის მერია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე სიმღერისთვის, ზემოხსენებულ ჯგუფს 26 000-ზე მეტ ლარს გადაუხდის. 

26 000-ზე მეტი ლარი ლინდა ადამიანს და 1/4-ს ადიგენში კონცერტისთვის