2 პირი დააკავეს, 1 კგ-ზე მეტი ოქროს საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის 

May 20, 2025

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

ამავე წყაროს ცნობით, ბრალდებულებმა საბაჟო წესების დარღვევით, საქართველოს ტერიტორიაზე 1 კილოზე მეტი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს, რომლის ჯამური ღირებულება 200 000-ს აჭარბებს.

გამოძიება სსკ-ს 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებულად დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო საზღვარზე უკანონო გადაადგილებას გულისხმობს და 5-დან  7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.