Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

24 წლის წინ, 26 მაისს გაზეთ “ბათუმელების” პირველი ნომერი გამოიცა

May 26, 2025

“24 წლის წინ, აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს, ორმა ახალგაზრდა ქალმა, მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ დააარსეს დამოუკიდებელი გაზეთი,” – წერს გამოცემა “ბათუმელები”

ბათუმელები/ნეტგაზეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი თარიღს პატიმრობაში ხვდება. 

მზია ამაღლობელი ორჯერ, ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ცოტა ხანში გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. 

იურისტები ამბობენ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურ მოტივებს მიუთითებს. 

მზია ამაღლობელი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

მზია ამაღლობელის სახელით, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.