იყო თუ არა თაგვი “ჩუდოს” იოგურტში? – იოგურტის მწარმოებელი კომპანია შპს “ვიმ ბილ დან საქართველო” ჩვენს კითხვებს თითქმის ორი კვირაა არ პასუხობს.
კომპანია ჩვენს ჟურნალისტს, “სოფლის ნობათის” Facebook გვერდის საშუალებით ეკონტაქტება და გვეუბნება, რომ შესაბამისი ორგანო დაგვიკავშირდება, თუმცა ამოდ, ჩვენ კომპანიასთან კომუნიკაციის მცდელობას ვაგრძელებთ.
საუბარია, 23 მაისს, ოზურგეთში მომხდარ ამბავზე, რა დროსაც, მომხმარებელმა დაწერა, რომ “ჩუდოს” იოგურტში თაგვი აღმოაჩინა.
თაგვი “ჩუდოს” იოგურტში? – სეს-ი გვეუბნება, რომ მიმდინარეობს მოკვლევა
მაშინ კომპანიამ ხმოლოდ ის მოგვწერა, თუ რა ტექნოლოგიით ხდება იოგურტის მომზადება: “გვინდა მოკლედ გაგაცნოთ, თუ როგორ ხდება პროდუქციის წარმოება ჩვენს ქარხანაში: ჩვენს კომპანიაში წარმოების სრულად დახურული პროცესია – რძის მიღებიდან, დაფასოების ჩათვლით. ტექნოლოგიური ციკლი ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს მოიცავს, შემდეგ კი გადის იქს რეი (X Ray) დეტექტორს, რომელიც ამჩნევს უმცირეს დეტალებსაც კი. მხოლოდ იქს რეის გავლის შემდეგ გადადის პროდუქცია საწყობში, რაც გამორიცხავს რაიმე ელემენტის მოხვედრას.”
ჩვენს კითხვას, თვლიან თუ არა, რომ მომხმარებელი იტყუება, არ პასუხობენ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ მოიკვლევენ.
შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ მედიასა და საზოგადოებაში.