ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, 2021-25 წლებში, ადგილობრივი მუსიკალური შემსრულებლებისთვის და მოცეკვავეებისთვის, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არცერთი ლარი არ გადაუხდია, – ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია, ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად გვაწვდის.
რა მიზეზით ხსნის ადიგენის მერია მსგავს მიდგომას? – ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით, მასალაც შესაბამისად განახლდება
უწყებას ჩვენ ვეკითხებოდით თუ რამდენი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლებისთვის.
წერილი არასრულად მოვიდა, რადგან მოწვეული შემსრულებლებისთვის გადახდილი თანხა დაკონკრეტებული არ არის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე გვამისამართებენ. ჩვენ მერიას დამატებითი კითხვებით მივმართეთ და ვთხოვეთ კანონით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოწოდება.
ჩვენ ზემოხსენებული ინფორმაციის მიღებას ველოდებით სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც, (ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ბორჯომი) მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფოტო: ადიგენის მერია