იგეგმება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტია “ქართული ოცნებიდან” ახალციხის მერის კანდიდატად “იმედის” ჟურნალისტის ვარლამ წიკლაურის წარდგენა? – ეს საკითხი საზოგადოებაში აქტიურად განიხილება.
ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ზემოხსენებულს არც უარყოფს და არც ადასტურებს და მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ამ თემაზე საუბარი ადრეა.
ჩვენ ასევე ვკითხეთ აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაზეც გვპასუხობს, რომ “გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” გუნდი მიიღებს.”
დავუკავშირდით ვარლამ წიკლაურსაც, მან გვითხრა, რომ არ იცის ვინ განიხილავს მას მერობის კანდიდატად.
“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა განხილვა? ვინ უნდა განიხილოს? ვმუშაობ, დაგეგმილი მაქვს რეპორტაჟები ბევრი. ვინ რას განიხილავს მე ნამდვილად არ ვიცი,” – გვეუბნება წიკლაური.