“საჭიროა საკომუნიკაციო არხების მოწესრიგება, რომელიც იგეგმება,” – ახალციხის მერი, რაბათში დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე

June 25, 2025

“საჭიროა საკომუნიკაციო არხების მოწესრიგება, რომელიც იგეგმება,” – გვპასუხობს ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა და როდის ისტორიული რაბათის დასახლების შესასვლელში დაზიანებული საავტომობილო გზის მოწესრიგება და ორმოს ამოვსება, რომელიც ერთ წელზე მეტია დაზიანებულია. 

ახალციხეში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე, რაბათის დასახლების შესახლების შესასვლელი საავტომობილო გზა დაზიანებულია, იქვეა ორმოც, რომელიც მცირე ნაგავშემკრების ფუნქციას ითვისებს. გარდა ამისა, დაზიანებულია ტროტუარი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. 

მიუხედავად იმისა, მერი გვეუბნება რომ გზის მოწესრიგებას აპირებენ კონკრეტულ დროს არ ასახელებს. 

თემაზე ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟი: დაზიანებული გზა და ინფრასტრუქტურა ისტორიული რაბათის უბნის შესასვლელში