ადიგენის სოფელ ჩორჩანის შესასვლელში (ბალახაშვილის N1) არსებული ორ სართულიანი შენობის ფასადის რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 40 000 ლარამდეა გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ორ სართულიანი საცხოვრებელი შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ხოლო მის წინ სკვერის მოწყობა.
წინადადებების მიღება 1-4 ივლისს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეა.