„საპატიო ასპინძელი“-ს წოდების მისანიჭებლად განაცხადების მიღება დაიწყო, – ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
- კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
- კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
- ბიოგრაფიული მონაცემები;
- წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფიზიკური პირის მიერ წამოყენებული კანდიდატის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია მხარდამჭერ პირთა ხელმოწერები, სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული ფორმის შესაბამისად.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა „საპატიო ასპინძელის“ კანდიდატის შესახებ შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარადგინონ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში მისამართზე– დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქუჩა N3.