ნინოწმინდის სოფელ პატარა ხანჩალში სპორტული მოედნისთვის 120 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, სპორტული მოედანი 2 თვის განმავლობაში უნდა მოაწყოს და ფეხბურთისა და კალათბურთისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვოს.
წინადადებების მიღება 15-18 ივნისს იწარმოებს.