ძველი შენობის ძველი აივნები ახალციხეში

July 16, 2025

ძველი შენობის ძველი აივნები დაზიანებულია და გადაადგილების საფრთხეს ქმნის ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება.

წლების წინ შენობაში სასტუმრო ფუნქციონირებდა, ახლა ნაწილი კერძო პირებზე გაიყიდა. 

ნახეთ სიუჟეტი

ამავე თემაზე: ამ ქუჩაზე გადასვლისას აიხედეთ ზემოთაც – დაზიანებული აივნები კოსტავას ქუჩაზე – ახალციხე

ტექსტი:

ძველი შენობის ძველი აივნები დაზიანებულია და გადაადგილების საფრთხეს ქმნის ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება.

წლების წინ შენობაში სასტუმრო ფუნქციონირებდა, ახლა ნაწილი კერძო პირებზე გაიყიდა. 

აივნები

თქვენ ახლა კადრებში ხედავთ ძველი შენობის აივნებს, რომლებიც დაზიანებულია, ბეტონის იატაკი კი ჩამოშლილია. ჯამში შენობას 8 აივანი აქვს, აქედან უმეტესი მათგანი დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. 

აივნების შესახებ სიუჟეტი ჩვენ გასულ წელსაც მოვამზადეთ და შენობის მეპატრონისგან რეაბილიტაციის ამაო დაპირებაც მივიღეთ. ახლა ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში, სადგურის მოედანზე ავარიული კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შედეგად კი 2 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა.

სასტუმრო მესხეთი, შპს “ვიქტორიას” ეკუთვნის, რომელსაც 4 მეწილე ჰყავს, მათ შორის არის ახალციხის ასპინძის და ადიგენის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი კოპაძის ცოლი, ქეთევან კოპაძე. კომპანიის დირექტორი კი ჯემალ ჟუჟუნაძეა. 

ჩვენ, ერთ-ერთ მეწილეს, თენგიზ ბუცხრიკიძეს დავუკავშირდით და მისგან შევიტყეთ, რომ ავარიული აივნებიანი შენობის ნაწილი კერძო პირებზე გაყიდეს.

იგივეს გვიდასტურებენ ახალციხის მერიაშიც. მათ თქმით, რადგან შენობაში უკვე კერძო პირები არიან შესახლებული, მუნიციპალიტეტს მისი რეაბილიტაციის უფლება აქვს. მუნიციპალურ ორგანოში აცხადებენ, რომ იგეგმება შენობის რეაბილიტაცია,, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. 

კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის აივნები წლებია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს სწორედ ის შენობაა, საიდანაც 2020 წელს ფანჯარა ჩამოვარდა ქვეითად მოსიარულეს დაეცა და ხელი დაუზიანდა.