სათამაშო თუ სახიფათო? – საბავშვო სკვერი ახალციხეში

July 17, 2025

სათამაშო თუ სახიფათო? ახალციხეში საბავშვო სკვერი, რომელიც წესით ბავშვების გასართობი სივრცე უნდა იყოს, შესაძლოა მათთვის რისკს წარმოადგენდეს.

ზარზმელის ქუჩაზე ატრაქციონების დეტალები მოტეხილია და ტერიტორია – დაზიანებული. ჩვენ რეპორტაჟი ადგილიდან მას შემდეგ მოვამზადეთ, რაც პრობლემაზე სოც ქსელში ანონუმურად დაპოსტეს 

ტექსტი:

“იქნებ დაინახოთ რა ხდება ზარზმელის ქუჩაზე, ალბათ ხედავთ რამდენი ბავშვია ირგვლივ და როგორ საფრთხეს წარმოადგენს ეს რკინის კონსტრუქცია” – სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ანონიმური მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც სკვერში არსებული დაზიანებული საბავშვო ატრაქციონია გამოსახული. 

ატრაქციონზე წესით სათამაშო ცხენთევზები უნდა იყოს დამაგრებული, თუმცა ყველა მათგანი მოტეხილია.

აღწერილი გარემო ე.წ “თერთმეტიანებში” არსებულ სკვერშია. სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადგილზე გადავამოწმეთ, გარდა ატრაქციონისა, ტერიტორიაზე ასევე დაზიანებულია სკამები, ლამპიონები, მიწის რბილი საფარი. 

ეს არ არის ჩვენი პირველი სიუჟეტი, რომელიც ამ სკვერის შესახებ მოვამზადეთ. მიმდინარე წლის თებერვალში, მომხარებლები წერდნენ, რომ სკვერში, განათების ბოძთან ღია კაბელები იყო. მოგვიანებით კაბელები ე.წ სკოჩით დაამაგრეს. კაბელები ახლაც სკოჩითაა დამაგრებული.

ე.წ “სკოჩთ” დამაგრებული უსაფრთხოება 

იგეგმება თუ არა და როდის სკვერის მოწესრიგება და მონიტორინგის რა გეგმა აქვს მერიას, ვანდალური ფაქტების შესამცირებლად? – მუნიციპალური ორგანოდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბავშვო სკვერს და მიმდებარედ მოედანს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, რომლისთვისაც 115 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯა.