ბოლნისში დააკავეს ძმები, რომლებმაც 19 წლის გოგო “ცოლად შერთვის” მიზნით გაიტაცეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 წლის კაცმა, რომელსაც 19 წლის გოგოს “ცოლად შერთვა” სურდა, ძმის დახმარებით მოიტაცა. შსს-ში მიუთითებენ, რომ პირები “ცხელ კვალზე” დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.- მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი. – ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა,” – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 7-10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.