®️
თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა —
მომხმარებლებს აპარატით სარგებლობა უკვე სომხურ ენაზე შეუძლიათ.
ენის ბარიერის მოხსნისა და თიბისი ფეის მომსახურების მაქსიმალურად
გამარტივების მიზნით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერმინალებში
ახალი ენის დამატების შესახებ. აქამდე აპარატები მხოლოდ ქართულ და
ინგლისურ ენებზე იყო ხელმისაწვდომი.
ენის შეცვლა მარტივად არის შესაძლებელი ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში
განთავსებული ღილაკის მეშვეობით. განახლება უკვე ხელმისაწვდომია
როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში განთავსებულ ტერმინალებში, ასევე
სხვა ლოკაციებზეც.
სომხურად მომხმარებელს უკვე შეუძლია 1,000-მდე სერვისით სარგებლობა —
თანხა საბანკო ანგარიშზე შეტანა, კომუნალურების გადახდა, მობილური
ბალანსის შევსება, სახელმწიფო სერვისების გადახდა და სხვა.