“ქართულმა ოცნებამ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
წარდგენილი 6 კანდიდატიდან, 4 ძველია ხოლო 2- ახალი.
ახალციხე
ახალციხის მერობის კანდიდატად “ოცნებამ” სამთავრობო მედია “იმედის” ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური წარადგინა. წიკლაურის სავარაუდო კანდიდატურის შესახებ ჩვენი რედაქციისთვის რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი, თუმცა მაშინ წიკლაურმა ჩვენთან საუბარში უარყო და ჩვენს შეკითხვას “ღადაობა” უწოდა.
განიხილავს თუ არა “ოცნება” ახალციხის მერობის კანდიდატად, “იმედის” ჟურნალისტს, ვარლამ წიკლაურს?
ბორჯომი
ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის მსგავსად, მერობის კანდიდატად მეორე ვადით არ დაასახელეს არც ოთარ არბოლაშილი. მის ნაცვლად მამუკა გელაშვილი წარადგინეს, რომელიც, სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს განცხადებით: “აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.”
ასპინძა
უკვე მესამედ, მერობისთვის ასპინძაში კვლავ მოქმედი მერი, როსტომ მაგრაქველიძე იბრძოლებს. მაგრაქველიძე ასპინძის მერი 2017 წლიდან არის.
ადიგენი, ნინოწმინდა, ახალქალაქი
მოქმედი მერები წარადგინეს ადიგენში, ახალქალაქში და ნინოწმინდაშიც.
გოჩა ქიმაძე – ადიგენის, ანივარდ მოსოიანი – ნინოწმინდის და მელქონ მაკარიანი ახალქალაქის მერობის კანდნიდატად წარადგინეს.
——
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას, პროტესტის ნიშნად, არ იღებს მსხვილი ოპოზიციური პარტიები, გარდა “ლელოსი” და “გახარია საქართველოსთვის”. ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის 17-მა პარტიამ მიმართა.