სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილიდან – გაზის ტრანსპორტირების კომპანიამდე

September 1, 2025

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეობიდან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორობამდე.

დღეს, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, დავით ვარდიაშვილი გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, – ინფორმაციას “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო” ავრცელებს. 

დავით ვარდიაშვილმა, რწმუნებულის მოადგილის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც როდესაც, სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, ზაალ გელაშვილმა ჩაანაცვლა. 

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

ვარდაიშვილი თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. 

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს” ცნობით, გასულ წლებში დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“.

აქვე გეტყვით, რომ ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღავნელი გახდა.

ბესიკ ამირანაშვილი რწმუნებულობიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე