Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ქალაქ ახალქალაქის 961-ე წელთან დაკავშირებით, ღონისძიების გამართვა იგეგმება

September 8, 2025

ქალაქ ახალქალაქის 961-ე წელთან დაკავშირებით, 10 სექტემბერს ღონისძიების გამართვა იგეგმება, – ინფორმაციას “ახალქალაქის მერია” ავრცელებს, თუმცა უწყებაში არ გვეუბნებიან, თუ რა უჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს ღონისძიება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მოგვიწოდებენ.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება და შემდეგი ღონისძიებების გამართვა იგეგმება. 

15:00 საათი

  • ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • ადგილობრივი კერძების მასტერკლასი, დეგუსტაცია;
  • ეთნოგრაფიული კუთხე;
  • სპორტული შეჯიბრებები;
  • ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ოჩო ფეხები;

საბავშვო სივრცეები: თოჯინების თეატრი, გიგანტური ბოულინგი, მხიარული სტარტები, გიფერი, სამხატვრო კუთხე, თავბურთი, სათამაშო სტენდი „შეაგდე ბურთი“ , ცეკვის თამაშები (Just Dance). სახის მოხატვა;

16:00 – 17:00 საათი – ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ოჩო ფეხები, ილუზიონისტის შოუ, ცირკი ცხოველების მონაწილეობით;
17:00 – 18:30 საათი – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;
18:30 საათი – ცეცხლოვანი შოუ;
19:00 –20:00 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი –“გუფი ლენდი”

ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.