7X7-ზე ფეხბურთის ფინალურ თამაშებში, ტურნირის გამარჯვებული „ვეტერანების“ გუნდი გამოვლინდა,- ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ადგილზე წნისისა და კლდის გუნდი გამოვლინდა, მესამე ადგილი კი გუნდი „შავნაბადა“ .
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები, მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
შეჯიბრებაში მონაწილეობა 10 გუნდმა მიიღო. თამაშები სოფელ პამაჯის სპორტულ მოედანზე გაიმართა.