Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევა ახალციხეში?

September 15, 2025

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ვარლამ წიკლაური ახალციხეში, N5-ე სკოლაში იმყოფებოდა, – ფოტოები სოციალურ ქსელში მის გვერდებზე გავრცელდა. 

კანდიდატი წერს, რომ სკოლაში დეიდაშვილები და ბიძაშვილი მიაცილა, თუმცა საარჩევნო გარემოს საკითხების ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საქმე სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, რადგან როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ვარლამ წიკლაური შეხვდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს.

მან ასევე სასწავლო წლის დაწყების დღეს შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

რა წერია არჩევნების კოდექსში: 

მუხლი 48: წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.