1.6 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, RDYE დასრულდა

September 18, 2025

®️

1.6 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), რომელიც 46 თვის განმავლობაში 4 რეგიონში მიმდინარეობდა და 18 მუნიციპალიტეტი მოიცვა, დასრულდა. 

შედეგები კი პროექტში ჩართულმა მხარეებმა, ბენეფიციარებთან ერთად, დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს. პროექტის შედეგების პრეზენტაციის პარალელურად, სტუმრებისსთვის გამოფენილი იყო იმ ახალგაზრდების პროდუქცია, რომელებმბაც დაფინანსება მოიპოვეს. 

შეძლო თუ არა პროექტმა დასახული მიზნის მიღწევა, ვისთვის იყო განკუთვნილი, რა შედეგები მოიტანა რეგიონებისთვის და რა შეიცვალა სოფლად მცხოვრებთათვის, – პროექტის შედეგებს კონკრეტული მაგალითებით გაეცანით ჩვენს სიუჟეტში.