200-მდე ხელმოწერა, მეორე სკოლის მოსწავლეების პირველ ცვლაში სწავლის მოთხოვნით – ახალციხე

September 25, 2025

 ახალციხის N2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების 200-მდე მშობელმა, მოსწავლეების მეორე ცვლიდან პირველ ცვლაში გადაყვანის მოთხოვნით, გეგმავენ წერილი განათლების სამინისტროს გაუგზავნონ, – ამისთვის, დღეს ისინი შეიკრიბნენ და ხელმოწერები შეაგროვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ხელმომწერი მშობელი გვიდასტურებს. 

მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, პირველ საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში უკვე მესამე წელია სწავლობენ. სკოლა რეაბილიტაციის მიზნით 3 წლის წინ დაცალეს, მასწავლებლების თქმით პროცესი რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სკოლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. 

მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე, ამაოდ ითხოვენ კითხვებზე პასუხს, ჩაუტარდება თუ არა და როდის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია, სადაც თავდაპირველად 600-ზე მეტი ბავშვი დადიოდა, თუმცა ახლა მშობლების თქმით, კონტიგენტი საგრძნობლად შემცირებულია. 

საკითხზე ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ და ფეისბუქ გვერდზე, TOTV.GE