წალკის სოფელ დარაკოვში ცოფის შემთხვევის მიუხედავად კარანტინი არ გამოცხადებულა

October 17, 2025

წალკის სოფელ დარაკოვში, სადაც რამდენიმე დღის წინ, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, კარანტინი არ გამოცხადებულა, რადგან როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, ამისი საჭიროება არ ყოფილა. 

წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, მანანა მირაშვილის თქმით, აცრეს ყველა შინაური ცხოველი, მათ შორის ძაღლები, კატები და ძროხები.  მისივე თქმით, პროფილაქტიკის მიზნით, აცრებს იკეთებენ დაავადებული ძაღლის მეპატრონეებიც. 

მისივე თქმით, პროფილაქტიკის მიზნით, აცრებს იკეთებენ დაავადებული ძაღლის მეპატრონეებიც.  წალკის სოფელ დარაკოვში 13 ოქტომბერს, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, როგორც ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს შინაური ცხოველი, რამდენიმე დღის წინ მელამ დაკბინა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ჩატარდა სადეზინფექციო და პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ცხოველების ვაქცინაცია და ზედამხედველობა. 

მეტი ინფორმაციისთვის ჩვენ უწყებას საჯარო წესით მივმართეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.