გახარიას პარტია პარლამენტში და საკრებულოებში შედის – შარაშიძე

October 20, 2025

გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში და საკრებულოებში შესვლას გეგმავს, – ამის შესახებ დღეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე თქვა. 

სამცხე-ჯავახეთის ვერცერთ მუნიციპალიტეტში, პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში 4%-იანი ზღვარი ვერ გადალახა

“ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოები მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის ოცნებას და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს. პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არამხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხსის წინაშე,” – თქვა შარაშიძემ.

რა მიზეზით შეწყვიტეს ბოიკოტი და აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ყოფილი კოორდინატორი, სოფიო ხორგუანი? – ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.