დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – პროკურატურა

October 22, 2025

დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული, პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც, პროკურატურის თქმით, ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 დოლარი, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლები, 17 ოქტომბერს გაჩხრიკეს და დიდი რაოდენობის თანხა, ძვირფასეულობა და ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს. 

პროკურატურაში მიუთითებენ, რომ ამ ჩხრეკის გაგრძელებაა, ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის დაკავებაც. უწყებაში მიუთითებენ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში გამოძიება ჩატარდა დამატებით 11 ობიექტზე.

არ დაუკავებიათ, თუმცა ყოფილი გენერალური პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის საბანკო სეიფებიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს. 

პროკურატურაში მიუთითებენ, რომ დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.