90 000 ლარი საახალწლოდ ადიგენის მოსართავად – ტენდერი

November 6, 2025

2026 წლის შესახვედრად, ადიგენის მერია ქუჩების მოსართავად სხვადასხვა საახალწლო დეკორაციების შესაძენად 90 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება სტრინგის, ნეონის მანათობლების, 3D დეკორაციების და სხვა აქსესუარების ყიდვა, რომლისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

საახალწლო აქსესუარები ადიგენის მერიამ 2024 და 2023 წლებშიც შეიძინა. კერძოდ:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვენ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის შესახვედრად ადიგენის მერიამ, აქსესუარებისთვის 15 000 ლარი დახარჯა, ხოლო 2024 წლის შესახვედრად 45 000 მდე ლარი, შესყიდვა ითვალისწინებდა აქსესუარების მოწყობას და დემონტაჟს. 

რა ბედი ელის გასულ წლებში ნაყიდ დეკორაციებს? – ადიგენის მერიაში გვეუბნებიან, რომ ახალი აქსესუარები არსებულს დაემატება და შესაბამისად საახალწლოდ უფრო მეტ ქუჩას მოაწყობენ. 

გარდა ამისა, ადიგენის მერიამ გასულ წელს, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 148 000-მდე ლარად იყიდა.

ფოტოები: ადიგენის მერია