პატიმრობა შეუფარდეს პირს, რომელმაც პროკურატურის თქმით, ბაკურიანში თვითნებურად 5 სასტუმრო-აპარტამენტი და სათხილამურო ტრასა მოაწყო, – გადაწყვეტილება დღეს, სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.
საუბარია “კრისტალ ჯგუფის” მფლობელზე, ვლადიმერ სტეფანიანზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ედება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კერძოდ, გამოძიების მიხედვით, საგამოძებო სამსახურის ცნობით, 5 სასტუმრო-აპარტამენტიდან, სათხილამურო ტრასიდან და ტობოგინიდან, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ “კრისტალ ჯგუფის” მომხმარებლებს ჰქონდათ, მიღებულმა უკანონო შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპისთვის, გამოძიებით დადგენილია 2 მილიონამდე ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
სტეფანიანი სხვადასხვა დროს “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემწირველია. კერძოდ:
2021 წელს, “ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შესწირა
2018 წელს, 60 000 ლარი სალომე ზურაბიშვილს შესწირა
2012 წელს, სტეფანიანმა 2 500 ენმ-ს შესწირა.