„დღეს მესამასედ გეუბნები, რომ მომავალი საფრთხეშია“ — პროევროპული აქციის 300 დღე ახალციხეში

November 10, 2025

„დღეს მესამასედ გეუბნები, რომ მომავალი საფრთხეშია“ — 300 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალციხეში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.

მათი პროტესტის მიზეზებს შორისაა ქვეყანაში მიღებული კანონები, რომელსაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

ასევე, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლებიც არც ევროკავშირმა და არც ამერიკამ არ აღიარა ლეგიტიმურად.

მოქალაქეები ითხოვენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას, მათ შორის ჟურნალისტის — მზია ამაღლობელის, რომელსაც სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

უკვე 300 დღეა, ყოველდღე, 18:00 საათზე, ისინი კვლავ იკრიბებიან — სიმბოლურად იმავე ადგილას, სადაც პირველად გაისმა სიტყვები: „არა რუსულ რეჟიმს“.