რის საფუძველზე ფუნქციონირებდა “კრისტალ ჯგუფის” საბაგირო და გასცა თუ არა ეკონომიკის სამინისტრომ მისი მუშაობის ნებართვა, – რას ამბობენ სახელმწიფო უწყებები, კომპანია და სპეციალისტები – გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან
ტექსტი:
რის საფუძველზე ფუნქციონორებდა “ქრისტალ ჯგუფში” შემავალი სათხილამურო ტრასა და საბაგირო, გასცა თუ არა კომპლექსში შემავალი საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა და თუ მსგავსი ნებართვა არ არსებობს, რადმენად დაინტერესდა უწყება თუ რის საფუძველზე ფუნქციონირებდა საბაგირო წლების განმავლობაში?
ჩვენ ამ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ცნობილი გახდა, რომ “კრისტალ ჯგუფის” მფლობელი, ვლადიმერ სტეფანიანი, თვითნებური და უნებართვო მშენებლობის და სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობის ბრალდებით დააკავეს.
პოლიტიკის ანალიტიკოსის, ირაკლი მელაშვილის თქმით, იმისათვის, რომ საბაგირომ ფუნქციონირება დაიწყოს საჭიროა ეკონომიკის სამინისტროდან ნებართვა, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, კომპანიას არ მიუღია.
ეკონომიკის სამინისტროში, ჩვენი ზემოხსენებული კითხვების საპასუხოდ გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხვა. ჩვენ უწყებას წერილი უკვე გავუგზავნეთ. მათგან პასუხის მიღების შემთვევაში მასალა განახლდება.
ირაკლი მელაშვილსვე შეფასებით, თუ ინფრასტრუქტურა მართლაც უკანონოდ იყო მოწყობილი, მაშინ როგორ გაიყიდა ბინები და როგორ შევიდა საბაგირო ექსპლუატაციაში ისე, რომ ზედამხედველობის შესაბამისმა სამსახურებმა ამ დრომდე ვერაფერი შენიშნეს. მისივე თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე.
ჩვენ ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურის ქმედებითაც დავინტერესდით. დავუკავშირდით რეგიონის ახლანდელ სახელმწიფო რწმუნებულს, ზაალ გელაშილს, რომელიც 2022-25 წლებში, ბორჯომის მუნიციპალური სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
გელაშილისგან გვაინტერესებდა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, ჰქოდნა თუ არა ინფორმაცია “კრისტალ ჯგუფის” სავარაუდოდ უკანონო მშენებლობებზე და როგორი იყო მათი ქმედება, – გელაშილი არც ჩვენს ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.
გაყიდული აპარტამენტები
გარდა საბაგიროს და სასტუმროს ინფრასტრქუტურისა “კრისტალ ჯგუფის” კომპლექსში შედის აპარტამენტებიც, რომლებიც ფიზიკურ პირებზეა გაყიდული. რამდენად კანონიერად გასხვისდა ფართები და რის საფუძველზე დაურეგისტრირდათ ისინი ფიზიკურ პირებს? – ირაკლი მელაშვილი ამ საკითხშიც კითხვის ნიშებს ხედავს.
ინფორმაციის გასარკვევად იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. (პასუხის მიღების შემთვევაში, ამსალა განახლდება)
სახელმწიფო უწყებების ვიზიტი
ეს კადრები 2023 წელს არის გადაღებული, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ბაკურიანში ვიზიტის დროს, კრისტალ ჯგუფის სათხილამურო ტრასაც მოინახულა, ასმისი ამსახველი აკდრები კი საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. კადრებიდან ირკვევა, რომ ვიზიტის დროს იქ იმყოფებოდა “ქართული ოცნების” დეპუტატი სამცხე-ჯავახეთიდან, ანტონ ობოლაშვილიც.
ჩვენ ანტონ ობოლაშილის პოზიციის შემოთავაზებაც გვსურდა, თუმცა ჩვენს ზარებს არც ის პასუხობს.
კომპანია
დავუკავშირდით კომპანიასაც, რომელმაც გვითხრა, რომ მათი ყველა შენობა, შესაბამისი ნებართვებით აშენებულია მათივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო დარღვევები ფართების გადმოცემას ეხება.
ჩვენ კომპანიას დაზუსტება ვთხოვეთ, თუ რომელი ფართების გადაცემას ეხება დარღვევა და ეთანხმებიან თუ არა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას? – მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებოს სამსახური
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვლადიმერ სტეფანიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია 8 ნოემბერს გაავრცელა. ხოლო გუშინ, სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. ამავე წყაროს ცნობით, დაკავებულს ბრალი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ედება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპისთვის, გამოძიება ირწმუნება, რომ დადგენილია 2 მილიონამდე ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს,” – ნათქვამია “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის” მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.