ადიგენის სოფელ ქვემო ენთელში, საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ადიგენის მერია 17 500-მდე ლარის დახარჯვას აპირებს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობაში, შიდა ხის კიბის, ხის იატაკის, ჭერის და კედლების რეაბილიტაცია.

ტენდერი ადიგენის მერიამ, 18 500-მდე ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ი/მ გივი ენდელაძემ მიიღო, რომელმაც 2012 წელს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 5 000 ლარი შესწირა.

ენდელაძემ, ადიგენის მერიას, სამუშაოებისთვის 17 500-ზე მეტი ლარი შესთავაზა – ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
ჩვენ ენდელაძესთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა დასრულდეს.
ფოტო FB: „სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლა”