ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ, – „ქართული ოცნება“ ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღებას იწყებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ.
პაპუაშვილის განცხადებას, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ხოლო საკუთრივ პაპუაშვილმა გადაწყვეტილების გამართლების მთავარ არგუმენტად უცხოეთიდან ჩარევისა და ზეწოლის რისკები დაასახელა.
მისი თქმით, არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ არსებობს ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები, რადგან ისინი უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ჩარევის პრევენციას ვერ ახორციელებს.